„ხშირად ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩაცმას ასაკი... მგონია, რომ შეგიძლია აკეთო რაც გინდა, ნებისმიერ ასაკში!“ – თამთა გოდუაძე

თამთა

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ადგილობრივ მედიას სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე ესაუბრა.  მისი თქმით, ქალისთვის არ არსებობს დაბრკოლება, თუკი რომელიმე სამოსის მოხდენა სურს.

ხშირად ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩაცმას ასაკი, სარკეში რომ ვიყურები, ვფიქრობ ხოლმე, ასე ხომ 15 წლის ასაკში ვიცვამდი. მაგრამ მგონია, რომ შეგიძლია აკეთო რაც გინდა, ნებისმიერ ასაკში. ყველას შეუძლია ჩაიცვას, რაც უნდა. არაერთხელ მცმია ისეთი რამ, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყოლია. მერე რა?!

ეს არაფერს ნიშნავს. ქალს თავისი სხეულის ფორმები და წონა ვერ შეაჩერებს, თუკი რაიმეს მოხდენილად ჩაცმა უნდა. თუ სარკეში იყურება და მოსწონს რასაც ხედავს, მაშინ სწორად იქცევა, რომ ატარებს იმას, რაც უნდა. ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, როგორი გამხდარი ვარ, მომისმენია ძალიან მკაცრი კრიტიკა ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით,“ - უთხრა “Χαμογέλα και πάλι”-ის ჟურნალისტს მომღერალმა.

ასევე ნახეთ:

„ხვალ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოცია“ - ასტროლოგების გაფრთხილება მომდევნო სამი დღის მანძილზე

ყოფილმა მოდელმა Guns N' Roses-ის სოლისტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

მედიის ცნობით, ილონ მასკი სასამართლოს მეშვეობით ცდილობს შეამციროს ალიმენტების თანხა, რომლებიც გრაიმსს 3 საერთო შვილის გამო უნდა გადაუადოს