„ხვალ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოცია“ - ასტროლოგების გაფრთხილება მომდევნო სამი დღის მანძილზე

ასტროლოგია

ნახეთ, ასტროლოგების გაფრთხილება მომდევნო სამი დღის მანძილზე:

პარასკევი გეომაგნიტური დღეა

ტრავმულ-ავარიული დღეა. იყავით ფრთხილად. აკონტროლეთ ემოცია, ნუ იკამათებთ. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას. ატარეთ წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – წითელი იასპი, იაგუნდი, ლალი, სერდოლიკი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის.

შაბათი

კარგია სიყვარულის ახსნა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის.

კვირა

მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო კავშირები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ყურები, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.