1745005362
კესო ბერუაშვილი იტალიაში ზღაპრულად ისვენებს - ფოტოები

ბლოგერი და ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო.
კესოს ძალიან უყვარს მოგზაურობა. ის ახლა იტალიაში ისვენებს და შესანიშნავ ფოტოებს instagram გამომწერებს უზიარებს.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, კესომ გაამხილა რატომ დაშორდა შეყვარებულს.
„რაღაც პერიოდი დავიკარგე, რადგან დავშორდი შეყვარებულს და ცოტა დეპრესიული ფონი მქონდა, ზედმეტი რაღაცების გაზიარება აღარ მინდოდა. აღარ ვგრძნობდი თავს მასთან კომფორტულად, ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. წელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად და ცოტა მომბეზრდა. ის ახლაც ცდილობს შერიგებას და მითხრა, რომ ზაფხულში თავის იახტაზე მეპატიჟება, მაგრამ როცა ვამბობ უარს, ის ადამიანი ჩემთვის მკვდარია, შეიძლება ასე ითქვას. ყოფილებს არ ვუბრუნდები“