Exclusive: „ჩავალაგე ბარგი და წამოვედი... ის ადამიანი ჩემთვის მკვდარია“ - კესო ბერუაშვილი პირადზე

ბერუაშვილი

ბლოგერი და ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო.

კესო, ბოლო დროს სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობდა. მან „პრაიმტაიმს“ გაუმხილა, რა იყო მისი პასიურობის მიზეზი. 

„რაღაც პერიოდი დავიკარგე, რადგან დავშორდი შეყვარებულს და ცოტა დეპრესიული ფონი მქონდა, ზედმეტი რაღაცების გაზიარება აღარ მინდოდა. აღარ ვგრძნობდი თავს მასთან კომფორტულად, ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. წელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად და ცოტა მომბეზრდა. ის ახლაც ცდილობს შერიგებას და მითხრა, რომ ზაფხულში თავის იახტაზე მეპატიჟება, მაგრამ როცა ვამბობ უარს, ის ადამიანი ჩემთვის მკვდარია, შეიძლება ასე ითქვას. ყოფილებს არ ვუბრუნდები. 

ახლა ვაპირებ ვიმოგზაურო და გავაქტიურდე სოციალურ ქსელში.

მინდა აღვნიშნო, რომ პროექტში როდესაც ვიყავი ძალიან ბევრი „ჰეითერი“ ქალი მყავდა, ახლა პირიქით, ჩემი აუდიტორია ქალები არიან. სულ მწერენ და ძირითადად კაცების გაბანძებაში ვართ“, - ამბობს კესო „პრაიმტაიმთან“ 

კესო მის გამომწერებს ჰპირდება, რომ კვლავ გააქტიურდება სოციალურ ქსელში.