ბიჭი, რომელმაც უძილოდ 11 დღე გაძლო - ისტორიული ექსპერიმენტი და შედეგი
1770843300
ახალზელანდიელ ზეინ ვედინგს ყურში მწერი შეუძვრა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 40 წლის კაცი ოკლენდში, ადგილობრივ ტბაზე საცურაოდ წავიდა, სახლში მისულმა კი შეამჩნია, რომ ყური თითქოს გაჭედილი ჰქონდა. კაცი წავიდა ექიმთან, რომელმაც ივარაუდა, რომ ვედინგს ყურში წყალი ჩაუვიდა და მისი დაშრობა თმის საშრობით ურჩია.
„ექიმთან ვიზიტის შემდეგ შვება არ მიგრძნია. რამდენიმე დღე გვერდზე ვიწექი და ყურს თმის საშრობით ვიშრობდი. როცა ვწვებოდი მესმოდა როგორ მოძრაობდა რაღაც ჩემს ყურში“, - იხსენებს ვედინგი.
მოგვიანებით მან იგრძნო, რომ ყურში მოძრაობა შეწყდა და სხვა სპეციალისტს მიმართა. როგორც კი ექიმმა მის ყურში ჩაიხედა უთხრა: „ღმერთო, მგონი ყურში მწერი გყავთ“.
როგორც ვედინგი ჰყვება, მწერი მისი ყურიდან მალევე ამოიღეს და აღმოჩნდა, რომ საშრობის ცხელი ჰაერის გამო ის კაცის ყურში მოიხარშა.