პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან ერთად შვილების აღზრდის სირთულეებზე ისაუბრა. წყვილი ოფიციალურად უკვე განქორწინდა და შეთანხმების მიხედვით, კანიე კიმ კარდაშიანთან ერთად ოთხივე შვილის მეურვეობას იზიარებს.
კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს, 2014 წელს კი იქორწინეს. მათი 4 შვილიდან ყველაზე უფროსი 9 წლისაა, უმცროსი კი 3 წლის.
„კანიეს ყოველთვის ვიცავდი და ჩემი შვილების თვალწინ ამის გაკეთებას ისევ ვაგრძელებ. ჩემს სახლში, ჩემმა შვილებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რაც გარეთ ხდება", — განაცხადა კიმმა და აცრემლებულმა დასძინა, რომ „კანიესთან ერთად შვილების აღზრდა წარმოუდგენლად რთულია".
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა განქორწინების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, კიმ კარდაშიანი კანიე ვესტისგან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ათას დოლარს მიიღებს. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ყოველთვიურად გადახდილი თანხით კანიე შვილებს დაეხმარება.