პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ივლიტა კახიანი 29 წელია აფხაზეთში დახვრეტილი ვაჟის მკვლელის სახელზე სანთელს ანთებს. ივლიტას შვილი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
30 წლის გოჩა თათრიშვილი სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში იყო და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობას იცავდა.
84 წლის ივლიტა კახიანი „რადიო თავისუფლებასთან“ ჰყვება, როგორ გაიგო შვილის მკვლელის ვინაობა და რატომ გადაწყვიტა მისთვის ელოცა.
„მისმა დედამაც ხომ ჩემსავით იწვალა, გაზარდა, ღამეები უთია...“ - ამბობს ივლიტა.