1753907905
კალიფორნიელ ქალს 1 წელია მისდის ამანათები, რომელიც მას არ გამოუწერია

კალიფორნიელ ქალს 1 წელია მისდის ამანათები, რომელიც მას არ გამოუწერია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ქალის თქმით, კომპანია Amazon-ს დაწუნებული ამანათების უკან გასაგზავნ მისამართად მისი კოორდინატები აქვს მითითებული.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შეცდომის გამოსწორებას დაჰპირდა - ამანათები ამ დრომდე მისდის.
მისი თქმით, ამანათების უმრავლესობაში ავტომობილის სავარძლების გადასაკრავებია მოთავსებული.