როდემდე გაგრძელდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - გარემოს სააგენტოს განახლებული ამინდის პროგნოზი
1753964059
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 30 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს და დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას უზიარებს.
„უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 30 ივლისის 11:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით.
გაითვალისწინეთ, რომ:
რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა.
განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გამოცდა 8 სექტემბერს ჩატარდება.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება: იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.
იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 - 2023-2024 სასწავლო წლებში სწავლობდნენ უკრაინის, ხოლო 2023-2024 სასწავლო წელს სწავლობდნენ ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge, - ნათქვამია ინფორმაციაში.