„შშმ ქალს სექს-მუშაკობას აიძულებდნენ, თანხას კი თვითონ ითვისებდნენ...“ - ცნობილია ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის განაჩენი

აბულაძე

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის, ხათუნა და ლევან აბულაძეების საქმის განაჩენი. 

ხათუნა და ლევან აბულაძეები შშმ პირს მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ.

მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო თარაშვილმა განიხილა. 

ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

ხათუნა აბულაძეს 6 წლით, ხოლო ლევან აბულაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.