„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
უკურნებელი დაავადების მქონე 11 წლის ბავშვის, კორისთვის ერთ-ერთი ბოლო სურვილის ასახდენად, ჯონი დეპმა ჯეკ ბეღურას, როლი კიდევ ერთხელ მოირგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„წარმატებებს გისურვებ. მე შენი ნომერ პირველი ფანი ვარ, კაპიტანო კორი", - მიმართავს დეპი ბავშვს.
კორის გულის დაავადება აქვს, რის გამოც 2018 წელს ახალი გული გადაუნერგეს. წარუმატებელი ოპერაციის გამო, ბავშვს იგივე ოპერაცია მეორედ დასჭირდა, თუმცა უშედეგოდ. კორიმ ექიმებთან და მშობლებთან ერთად გადაწყვიტა, მტკივნეული პროცედურა მესამედ აღარ გაიმეოროს.
კორის დედის თქმით, მეორე ოპერაცია ბავშვისთვის ძალიან მტკივნეული და სტრესული იყო. მას ლაპარაკისა და სიარულის სწავლა, ფაქტობრივად, ახლიდან მოუხდა. ამის გამო, ბავშვს მესამედ ცდის სურვილი აღარ აქვს. მშობლებმა და ექიმებმა არ იციან, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს კორი.
„ეს მხოლოდ მისი კი არა, ექიმების გადაწყვეტილებაც იყო. ამ დასკვნამდე მარტივად არ მივსულვართ, თუმცა გადაწყვეტილებაში მის აზრს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მას ესმის, რაც მოხდება", - განაცხადა ბავშვის დედამ.
კორიმ ცოტა ხნის წინ youtube არხი გააკეთა, რომელზედაც ჯონი დეპის ვიდეო დადო. არხს უკვე 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთა შორის დუეინ ჯონსონიცაა.