ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1736185139
ჯიჯი ჰადიდი ილონ მასკის გამო Twitter-ს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც Twitter-ი მასკმა იყიდა, ჯიჯი ჰადიდმა განაცხადა, რომ ის Twitter-ის ანგარიშს აუქმებს.
მან პლატფორმას „სიძულვილისა და ფანატიზმის საბადო" უწოდა.
„ეს არის „სიძულვილისა და ფანატიზმის საბადო, ეს არის ადგილი, სადაც არ მინდა ვიყო, არავისთვის არის „ტვიტერი“ უსაფრთხო“,- აღნიშნა ჰადიდმა.
მან პლატფორმაზე თავის თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა და დაწერა, რომ უყვარდა მათთან ურთიერთობა, თუმცა „ტვიტერზე“ თავს უსაფრთხოდ არ მიიჩნევს.
ცნობისთვის,ილონ მასკმა „ტვიტერის“ 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა. შეძენისთანავე მან დაითხოვა დირექტორთა საბჭო, რითაც კომპანიაზე კონტროლი გააძლიერა.