ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს - რა დააფიქსირეს პაპარაცებმა

jeniferi

ლოს-ანჯელესში, ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესსა და 10 წლის ვაჟ სემიუელთან ერთად ელიტურ ავტოსალონში მივიდა.  225-ათასდოლარიანი ლამბორჯინი დაიქირავა ტესტდრაივისთვის და მისი დაქირავების თანხა 1475 დოლარი გადაიხადა.


ამ დროს  ვარსკვლავურმა წყვილს პაპარაცები აკვირდებოდნენ. ბენმა საჭესთან ბავშვი დასვა. მანაც, როგორც კი დაძრა, უკან მდგარ BMW-ს შეასკდა. ამ დროს ჯენიფერი უკანა სავარძელზე იჯდა. ბენი მაშინვე გამოვარდა მანქანიდან და დაიწყო სიტუაციის შეფასება. პაპარაცებმა კი დრო იხელთეს და გადაუღეს ფოტოები.

შეშინებული ბავშვი ​ბენმა და ჯენიფერმა დაამშვიდეს. ამ ფაქტის  შემდეგ მსახიობს საზოგადოების კრიტიკის მოსმენა მოუწია უპასუხისმგებლო საქციელის გამო.