პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ გამომწერების კითხვებს უპასუხა.
თათიას სთხოვეს, მისი და ჯარჯი თორაძის სიყვარულის ისტორია მოეყოლა.
„ჯარჯის არ უყვარს პირადზე საუბარი. მე გამოცდილებამ მასწავლა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა ყველაზე საფრთხილოა და მხოლოდ ორს ეკუთვნის. გავა დრო და მოვყვებით ბევრს, როცა შვილიშვილები გვეყოლება“. – პასუხობს გამომწერს თათია შარანგია.
თათიას მორიგი გამომწერი დაინტერესდა, როგორ იპოვეს მან და ჯარჯიმ ერთმანეთი.
„ღმერთის ნება იყო. ჯარჯიმ ბევრად ადრე „მიპოვა” თურმე წლების წინ… მაგრამ მე მას არც ვიცნობდი. ახლა ყველაზე სწორ დროს მომაგნო და ეს ჰარმონია მეტწილად მისი დამსახურებაა“, – წერს ტელეწამყვანი.
თათია ასევე პასუხობს კითხვას, როგორია შეყვარებული ადამიანი.
„ბედნიერი, მზრუნველი, შინაგანად თავისუფალი და შინაგანად მშვიდი. ორნი რომ ხარ და სხვა არავინ გჭირდება გვერდით, ყველაფერი რომ მხოლოდ მასთან გიხარია. რა თქმა უნდა შვილებს არ ვგულისხმობ“, – წერს თათია.
ასევე დაგაინტერესებთ: