პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი „კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია, იგივე „თემო სოხუმსკი“ დაიბადა 1972 წლის 18 აგვისტოს სოხუმში.
გვასალიას „კორონაცია“ 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში „კანონიერი ქურდების“ – ვალიკო ჯეჯიას (ვალტერი), გიორგი უგლავას (ტახი) და ირაკლი ყალიჩავას (იკა ხუტუ) მიერ მოხდა.
„კანონიერი ქურდი“ რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებს.
თემურ გვასალია 2020 წელს სენაკელი ბიზნესმენისთვის 60 000 დოლარის გამოძალვას ცდილობდა.
მან თავი ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერად გაასაღა და სენაკელ ბიზნესმენს შვილის მოკვლით დაემუქრა.
„თემო სოხუმსკის“ სახელი გაჟღერდა 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე იძულებული გახდა, „კრიმინალური ავტორიტეტების“ ზეწოლით ყური საკუთარი ხელით მოეჭრა.
აღნიშნულ საქმეზე თემურ გვასალიას 10 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „26 წელი მაქვს დამთავრებული ციხეში... ბესო ვარ ქურდის შვილი“ - რა ისმის შსს-ს ფარულ ჩანაწერში