პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1901 წლის 23 მაისს, მადათოვის ქუჩაზე სასტუმრო „გრანდ-ოტელში“ ნორვეგიელი მწერალი, სკანდინავიური მოდერნის ფუძემდებელი, ევროპული ბოჰემის შთაგონება და მუზა დაგნი იუელი მოკლეს.
ამბობდნენ, რომ მკვლელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ თავიც მოიკლა, ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილი, 25 წლის ვლადისლავ ემერიკი იყო.
სასტუმრო „გრანდ-ოტელი“ 1881 წელს გაიხსნა. იმ პერიოდის სასტუმროებში ერთი წესი არსებობდა: სასტუმროს მეპატრონეს არ ჰქონდა უფლება, ერთ ნომერში შეეშვა წყვილი ქორწინების დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. სასტუმრო „გრანდ ოტელის“ რეგისტრატორმა ერთადერთხელ დაარღვია წესი და საბუთების ნახვის გარეშე გააფორმა ახალგაზრდა წყვილი. რამდენიმე საათის შემდეგ სასტუმროში იარაღის გასროლის ხმა გაისმა.
მოკლული დაგნი იუელი – პშიბიშევსკა 34 წლის იყო. ის ულამაზესი ნორვეგიელი ქალი გახლდათ, რომელიც ცნობილი გახდა როგორც დიდ ხელოვანთა შთაგონების წყარო - ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნისმუზა. დაგნი უკრავდა ფორტეპიანოზე, წერდა ლექსებსა და პიესებს. ის ევროპული ბოჰემის სული და გული იყო. ექსტრავაგანტური დაგნი მომაჯადოებელი ღიმილით მომენტალურად ატყვევებდა ირგვლივ მყოფებს. ედვარდ მუნკი უგონოდ შეყვარებული იყო დაგნიზე. მხატვარზე ეჭვიანობდა მისი ქმარი, რომელმაც მუნკი დუელში დაჭრა იმის ილუზიით, რომ ხატვას ვეღარ გააგრძელებდა, მუნკი კი განაგრძობდა ხატვას და მისი ყველა დახატული ქალის პროტოტიპი დაგნი გახლდათ.
ემერიკმა, რომელიც დაგნის ქმრის მეგობარი იყო და რომლის სიყვარულიც საბედისწერო აღმოჩნდა, დაგნი შვილთან ერთად თბილისში დაპატიჟა. სასტუმროში დაბინავებიდან მალევე ემერიკმა თავის მეგობარს დაგნის პატარა ბიჭის გასეირნება სთხოვა, რამდენიმე საათში ორმა გასროლამ იქაურობა შეაზანზარა. ემერიკმა მოკლა დაგნი და თავიც მოიკლა. პერსონალს მისი დატოვებული ორი წერილი დახვდათ, ერთი დაგნის მეუღლის, მეორე მისი ხუთი წლის ვაჟის სახელზე. არც ერთ წერილში მკვლელობის მიზეზი არ ჩანს. ქმრისთვის განკუთვნილ წერილში ის წერდა:
„მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. მე ვკლავ იმ მომენტში, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად ელის“.
ეს სიტყვები საკმაოდ უცნაურად ჟღერდა გამოძიებისთვის. არსებობდა ვერსიაც, რომ დაგნი ემერიკს ქმარმა მოაკვლევინა.
დაგნი იუელი და ვლადისლავ ემერიკი დასაფლავებულნი არიან კუკიის სასაფლაოზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „26 წელი მაქვს დამთავრებული ციხეში... ბესო ვარ ქურდის შვილი“ - რა ისმის შსს-ს ფარულ ჩანაწერში