„ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, სუნთქვა მიჭირდა...“ - ნონა ვაშაყმაძის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ნონა ვაშაყმაძე

ბლოგერ ნონა ვაშაყმაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მან ბარიატრიული ქირურგიას მიმართა და ოპერაციიდან დღემდე, 40 კილოგრამამდე დაიკლო. 

ნონამ „პრაიმტაიმს“ უამბო, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა.

ოპერაციის გაკეთებიდან 7 თვე გავიდა და დაახლოებით, 40 კილოგრამი დავიკელი. ექიმთან მაქვს კომუნიკაცია, თბილისშიც ვიყავი კონსულტაციაზე. 

არ მქონია არანაირი კომპლექსი, ყოველ დღე ახალ ვიდეოებს ვდებდი, უბრალოდ, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. სუნთქვა მიჭირდა, ვერ დავდიოდი ხშირად, ახლა ეს ყველაფერი მომეხსნა. თავს სხვანაირად ვგრძნობ, ბედნიერად.“ - ამბობს ნონა ვაშაყმაძე.

ასევე ნახეთ:

შორენა ბეგაშვილი კლინიკაში მოხვდა - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს

წინადადება, „გედია წავიდა თავის მარიტასთან“, მიუღებელია, სოსო ჯაჭვლიანს ჰყავდა ულამაზესი ცოლი... - ეკო ფანგანი