თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში
1765727820
ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლა მოხდა. ახალი სამხრეთ უელსის პოლიცია იტყობინება, რომ სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მსროლელია.ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა, დაჭრილია ორი პოლიციელი.
პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ ბონდის სანაპიროზე მომხდარ მოვლენებს "შოკისმომგვრელი და საზარელი" უწოდა.
BBC-სთან საუბრისას თვითმხილველმა განაცხადა, რომ სროლის დაწყებისას ის შვილებთან ერთად, სანაპიროზე, ჰანუკას დღესასწაულს აღნიშნავდა.
პოლიციის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ინციდენტი "ჰანუკას" ღონისძიების ჩატარებას. მიმდინარეობს გამოძიება.
მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ორი ადამიანი ახლო მანძილიდან ესვრის სანაპიროზე შეკრებილ მოქალაქეებს. ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ შეიარაღებულ თავდამსხმელს, რიგითი მოქალაქე, შიშველი ხელებით ანეიტრალებს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ათეულობით გასროლის ხმა გაიგეს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ თავი.