პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური ქსელების ვარსკვლავი შოთა დარბაიძე „პრაიმტაიმთან“ პირადსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:
სხვადასხვა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობთ განსაკუთრებით TikTok-ზე, ბევრს უყვარხართ და ბევრიც გაკრიტიკებთ, რას იტყვით ამ კრიტიკაზე?
- როდესაც TikTok-ი შემოვიდა მე უკვე ვიყავი პოპულარული Facebook ლაივებით. მეგობარმა მითხრა, რომ გადმომეწერა ეს სოციალური ქსელი. ჩემს ვიდეოებზე ბევრი კომენტარი იწერება როგორც კარგი ასევე ცუდი. თუმცა ცუდ კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერე, რომ საცოლეს ეძებდი, გამოჩნდა ვინმე?
არა, არავინ გამოჩენილა ეს პოსტი იყო ხუმრობა.
ახლა თუ ეძებ მეორე ნახევარს?
ახლაც ვეძებ, თუმცა ჯერჯერობით არ გამოჩენილა და იმედია გამოჩნდება.
სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ დედა გარდაგეცვალა, როგორ განაგრძობ მის გარეშე ცხოვრებას?
ძალიან რთულია, ახლა მარტო ვცხოვრობ, როცა მარტო ვარ ინტერნეტში და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ყოფნით გამყავს დრო, რომ უფრო მეტად არ დავისტრესო.
როგორი ურთიერთობა გაქვს მაკასთან?
მე და მაკამ ვიჩხუბეთ... მართლა სერიოზული ჩხუბი იყო, დღეს დღეობით აღარ ვცემთ ხმას. დედის გარდაცვალებისას შემირიგდა, თუმცა შემდეგ ისევ აირია მონასტერი.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
ვეცდები, რაღაცნაირად წინ წავწიო ცხოვრება და სამსახური ვიპოვო.