VIDEO: „მე ვარ დღეს ძალიან გამწარებული... ისე მენატრება ჩემი დედიკო, ასეთ გულისტკივილს არავის გისურვებთ“ - შოთა დარბაიძე

შოთა დარბაიძე

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ ვარსკვლავმა შოთა დარბაიძემ დედა უკანასკნელ გზაზე გააცილა. მალევე გავრცელდა ვიდეო, სადაც შოთამ გამომწერებს მიმართა.

„ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულისტკივილი გაიზიარა და ჩემი დედიკოს გარდაცვალება მომისამძიმრა. მე ვარ ძალიან გაოგნებული, დაბნეული და უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს ასეთი გულისხმიერებისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის. ჩემი დედიკო უკანასკნელ გზაზე წავიდა, რასაც შევპირდი, რა ჩანაფიქრიც მქონდა, ყველაფერს ავუსრულებ. მე ვარ დღეს ძალიან გამწარებული... ისე მენატრება ჩემი დედიკო... ასეთ გულისტკივილს არავის გისურვებთ... აუცილებლად დაგიბრუნდებით, ცოტა დრო მჭირდება... ყველაზე მეტად ჩემი დედიკო მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება...“ - ამბობს შოთა დარბაიძე.

ნახეთ ვრცლად ↓

 

@shotadarbaidze1982 ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც დამეხმარა ფინანსურად. #fol ♬ original sound - shotadarbaidze1985