„იმწუთასვე გავიაზრე და ვინანე...“ - რა საჩუქარი გაუკეთეს „ბზიკოს“ ტელეფონის დამტვრევის შემდეგ

ბზიკო

მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილემ, ბზიკომ ტელეფონი დაამტვრია, მას ახალი ნივთი აჩუქეს. რა გახდა ემოციების ვერ გაკონტროლების მიზეზი დავით გაფრინდაშვილი „პრაიმტაიმს“ უყვება.

ახალი ტელეფონი მაქვს უკვე... როდესაც ნახეს ეს ფაქტი, რომ აღელვების ნიადაგზე ცუდი მესიჯი გავაგზავნე საზოგადოებაში, ვგულისხმობ ტელეფონის დალეწვას,  რაითაც არ ვამაყობ, იმწუთასვე გავიაზრე და ვინანე ყველაფერი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ოდნავ უკეთესი მოდელის ტელეფონი მაჩუქა იმისთვის, რომ მეც მქონოდა შანსი, ყოველდღიურად დავკონტაქტებოდი ჩემს გულშემატკივარს.

ტელეფონის დამტვრევის მიზეზი არ ყოფილა კონკრეტულად ვიღაცის დადებული სთორები, ზოგადი ფონი იყო, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეგონა, გააზრებული მქონდა სად შემოვდიოდი და რა მგლის ხახაში ვყოფდი თავს, მაინც რაღაც ემოციებმა გადაწონა ეს ყველაფერი და ნერვებმა მაინც მიმტყუნა.“ - ამბობს მონაწილე.

ასევე ნახეთ:

„ვაკეში ახალ შეძენილ ბინას ვარემონტებთ... წესით, ახალ წელს ერთად უნდა შევხვდეთ“ - გიორგი ნაზღაიძე საცოლეზე

„აირიდეთ ნეგატიური ინფორმაცია, რათა უახლოესი 6 თვე არ გაგყვეთ“ - რა (არ) უნდა გავაკეთოთ დღევანდელ სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების დროს

VIDEO: გიორგი მეტრეველმა ქორწილში, შვილის სქესი გაიგო - კადრები