„აირიდეთ ნეგატიური ინფორმაცია, რათა უახლოესი 6 თვე არ გაგყვეთ“ - რა (არ) უნდა გავაკეთოთ დღევანდელ სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების დროს

სუპერმთვარე

რა (არ) უნდა გავაკეთოთ დღევანდელ სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების დროს - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს.

დღეს, 28 ოქტომბერს, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა ღამის 12 საათზე პიკია, ამიტომ მოეწყვეთ მყუდროდ თქვენს თბილ ბინაში, ილოცეთ გულისხმიერად, ყველას უსურვეთ და გაუგზავნეთ მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა… დაულოცეთ ყველას მშობლები და შვილები. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, ხორცს, ალკოჰოლს… აირიდეთ ნეგატიური ინფორმაცია, რათა უახლოესი 6 თვე არ გაგყვეთ ეს ნეგატივი…
მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ საყვარელ ფილმს და თბილად მიმართეთ გარშემომყოფებს, შეაქეთ. მშვიდად დაისვენეთ.

3 დღე გაგრძელდება გავლენა… ამ პერიოდში მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას, უმჯობესია გადადოთ.

კარგია ჩამოწეროთ იმ საქმეების გეგმა, რომელიც დაუმთავრებელია, გართულდა, გაიწელა დროში, გაგიძნელდათ მისი დასრულება. ბედნიერება და გაცნობიერება თქვენს ოჯახებს“ - აცხადებს ასტროლოგი.

ასევე ნახეთ:

რა უნდა გააკეთოთ დღევანდელი სავსემთვარეობის დროს - მიხეილ ცაგარელის რჩევა

„ვაკეში ახალ შეძენილ ბინას ვარემონტებთ... წესით, ახალ წელს ერთად უნდა შევხვდეთ“ - გიორგი ნაზღაიძე საცოლეზე