ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, კესო ბერუაშვილი ქალებს ხშირად რჩევებით მიმართავს და საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.
ამჯერად, მან მანდილოსნებს ურჩია, რომ დრო ფუჭად არ დაკარგონ ისეთ კაცებზე, რომლებსაც მათგან განსხვავებული შეხედულებები და გეგმები აქვთ.
„ნუ ეკითხებით კაცს, რა არის მისი საყვარელი ფერი, რისი ჭამა უყვარს ყველაზე მეტად, სად იმოგზაურებდა, მისი ზოდიაქოს ნიშანი... ეს რეალურად, მასზე არაფერს გეუბნება.
ჰკითხეთ, რა არის მისთვის ყველაზე ღირებული ურთიერთობაში, იკითხეთ მისი სტანდარტების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა ხანგრძლივობის ურთიერთობას ეძებს... შემდეგ უკვე გეცოდინებათ, აქვს თუ არა მას გეგმები თქვენთან დაკავშირებით. თავს ნუ იტყუებთ, დროს ნუ კარგავთ, დროს გაუფრთხილდით...“, - ამბობს კესო ბერუაშვილი.