ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1734500903
ფრანგული მოდის სახლი, Hermès-ი შემოსავლების ზრდის აღსანიშნად ყველა თანამშრომელს ბონუსად €4,000 გადაუხდის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ Hermès-ის შემოსავლებში 2021 წელთან შედარებით, 29%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ყველაზე ცნობილი ჩანთის, ბირკინის მწარმოებელ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიას აქვს გეგმა, პარიზში ორი ახალი საწარმო აამოქმედოს.
Hermès-ის გენერალური დირექტორი აქსელ დიუმა კი აცხადებს, რომ კომპანია ახალი თანამშრომლების დაქირავებას აგრძელებს, ამას მოწმობს ისიც, რომ ფრანგულ მოდის სახლს გასულ წელს 2 100 ახალი კადრი დაემატა, მათი საშუალო ხელფასები კი 6%-ით გაიზარდა.
ტიერ ერმესის მიერ 1837 წელს დაფუძნებული ბრენდი ყველაზე მაღალშემოსავლიან მოდის ბრენდებს შორის მესამე ადგილს იკავებს. Hermès Louis Vuitton და Chanel უსწრებენ.