დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გადაცემამ „ქალები“ სეზონი დაასრულა. როგორც ირკვევა, შემდეგი სეზონიდან წამყვანები ალექსანდრა პაიჭაძე და თეონა ლეჟავა აღარ იქნებიან. ამ თემას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა გამოეხმაურა.
„როცა გულის ხეთქვამდე მწყდება გული ვცდილობ არ ვიფიქრო, გავატარო და დავაიგნორო ამის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ვერ გავუშვებ გოგონებს ჩემი სურვილების გარეშე! Aleksandra Paichadze ჩემო სიყვარულო, ყველა ჩანაფიქრი და ოცნება აგისრულდეს, მინდა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიო და ისიამოვნო შენი ახდენილი ოცნებებით, დიდი მადლობა ყველა წამისთვის რომელიც მხოლოდ მაბედნიერებს Teona Lejava რასაც უნდა მიაღწიო ჩემთვის მაინც ცოტა იქნება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან მინდა იზეიმოს შენმა ნიჭმა იქ სადაც გულით გინდა Salome Sharvadze მინდა ვუსურვო ჩვენს თავებს უფრო მეტი და მეტი წარმატება p.s მგონი ვაჩენ, ჩქარ-ჩქარა ვწერ“, - წერს ნანუკა გულუა.