„გული უნდა მწყდებოდეს, რადგან ასაკი მემატება, მაგრამ მაინც მიხარია...“ - რა არის ნანი ბრეგვაძის საახალწლო სურვილები

ნანი ბრეგვაძე

ესტრადის ცნობილი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე საახალწლო სამზადისსა და განწყობაზე საუბრობს.

მომღერალმა თავის სურვილებზეც გაამახვილა ყურადღება.

„მიუხედავად იმისა, რომ გული უნდა გწყდებოდეს, როცა ახალი წელი მოდის, რადგან წლოვანება გემატება და ბერდები, მაინც მიხარია. ახალი წელი ნაძვის ხესთან არის დაკავშირებული. ჩვენს დროს, ჩემს ბავშვობაში თოვლი მოდიოდა. გარკვეული პერიოდიდან სულ მე ვრთავდი ნაძვის ხეს. ეს არის ძალიან სასიამოვნო მომენტი, როცა აწყობ უსაყვარლეს ხეს… მინდა, ვიყო ჯანმრთელად და ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, მოვიდეს სიხარული და სიყვარული“ - თქვა ნანი ბრეგვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.