პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რატომ იწყებენ ბოსლის მოლოცვით ახალი წლის პირველ დღეს მესხეთში და რატომ აამზადებენ მეკვლესთვის 1 ვედრო სიმინდს - ახალი წელი მესხეთში.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ რეპორტაჟში ნახავთ მესხურ საახალწლო ტრადიციას. გადამღები ჯგუფი მესხეტთს ერთ-ერთ ოჯახს ეწვია.
დილით პირველ რიგში საქონელს უნდა მივულოცოთ. კაკლები უნდა შევაგოროთ ბოსელში. პური ვაჭამოთ საქონელს და ბარაქა ვუსურვოთ. მერე თონეში ვაცხობთ პურს, რომლის ცომშიც ვდებთ ფულს. გადავზელთ, ვაცხობთ და მეორე დღეს ბედობას დავჭრით. ვისაც შეხვდება ხურდა ფული, ის იქნება ბედნიერი. ასევე ვაცხობთ ბასილას პურს, მას ვეძახით ბარაქის პურს, რომ ოჯახს ბარაქა არ მოაკლდეს მთელი წლის განმავლობაში. ასევე ვაცხობთ ორმოს პურს, რომელიც ასევე ბარაქისთვისაა. მერე ეს პურები მიგვაქვს მარანში, ორმოს პურზე ვანთებთ სანთელს და დავილოცებით. ვყრით მასში ხორბალს და ვინახავთ მთელი წელი. მეკვლეს ხორბალზე დავსვამთ, რომ ბევრი ქათმები მოკრუხდეს და ბევრი წიწილები გვყავდეს...“,- ამბობს ოჯახის დიასახლისი.