„გთხოვთ, დაფაროთ დავალიანება...“- რა შეტყობინება მიიღო ოთხი წლის შვილიშვილის სახელზე მამულიჩამ

mamulichebi

მამულაშვილებმა ბაღიდან დავალიანების შეტყობინება მიიღეს. შეტყობინების თანახმად, ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის, კახა მამულაშვილის ოთხი წლის შვილიშვილს, ალექსანდრე მამულაშვილს, კეფეტერიაში 448 ლარის დავალიანება ერიცხება.

"აბა, რა, ალე, შენ გენაცვალე, ბაბუ, ასე გააგრძელე" - წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში და ბაღიდან მისულ შეტყობინებას აქვეყნებს.

ბუნებრივია, პოსტს ბევრი მხიარული კომენტარი მოჰყვა. "რა არის ბავშვს სახლში საჭმელს არ აჭმევთ?" "ალე ნახეეე, გოგოებს ეპატიჟება, ალბათ." "მთელი ბაღის და სკოლის მასწავლებლები ალეს ხარჯზე იკვებებიან?" 

როგორც კახა "პრაიმტაიმთან" ამბობს, ჯერ ოჯახს არ გაურკვევია, როგორ დაიდო პატარა ალემ ამხელა ვალი კაფეტერიაში.

კახა მამულაშვილი: - ალე ამერიკის მოქალაქეა. ამერიკულ ბაღში დადის. ამ დავალიანებას დედამისი გაარკვევს. რაღაც გაურკვევლობაა.