პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
15 ოქტომბერს ლელა წურწუმიას კონცერტი იყო, „მონო ჰოლში“. დიდი გამოხმაურება პოპდივას გამჭვირვალე კაბამ გამოიწვია. „კაბა, რომელსაც 12 ათასი სვაროვსკის კრისტალი ამშვენებს" - გამოჩნდა ტაბლოიდური სათაური. ბუნებრივია, არც რეზონანსმა დააგვიანა და არც კრიტიკამ.
„ასეთი კაბით მხოლოდ ქმრის წინ, საძინებელში თუ იპოზიორებს ქალი“; „გვერდწითელს არ ჩაუცვამს ასეთი კაბა“; „ლელა პლაჟზე ხომ არ ხარ?“ „კაბა სადაა? ჩიტმა წაიღო?“ „სად დაითვალეთ სვაროვსკის კრისტალები...?“
მომღერლის ქმარი, პროდიუსერი კახა მამულაშვილი "პრაიმ ტაიმთან" ამბობს, რომ კომენტარებს აღარ კითხულობს...
კახა მამულაშვილი: - ასეთი გამოხმაურება რახან აქვს, ე.ი, კაბამ ეფექტი მოახდინა.
ეს არის კრისტალებით გაწყობილი კაბა, სვაროვსკის მაღაზიაში იყიდება, 2 ათასი ცალია შეკვრაში, მე კი არ დამითვლია.
ეს არის ლელას დიზაინით შექმნილი კაბა, რომელიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ვიკა ვიდელნბერგმა შეკერა.
კომენტარებს აღარ ვკითხულობ, რა აზრი აქვს. მთავარია, სალაპარაკო გახდა. კრიტიკაში კიდევ, ჩვენ ხომ ბადალი არ გვყავს.