ამინდი უარესდება - ნახეთ, მომდევნო დღეების პროგნოზი
1728567840
CNN-მა თავის 20 რჩეულ წვნიან კერძს შორის, ქართული ხარჩოც დაასახელა. თუ რა კრიტერიუმით აარჩია ეს უგემრიელესი ქართული წვნიანი გავლელიანმა მედიაპლატფორმამ, უცნობია, თუმცა ფაქტია, ღირსეული არჩევანი გაკეთდა. გამოცემა ერთს კი წერს, რომ კერძები ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოებიდან აქვთ აღებული.
მეგრული ხარჩოს კონკურენტები კი, სხვა კერძების გვერდით, ესპანური გასპაჩო, უკრაინული ბორშჩი, ტაილანდური ტომ იან გუნი, მექსიკური მენუდო, ფრანგული ბუიაბესი გახლდათ.
ხარჩოს ხსენებაზე ლამარას პერსონაჟი გამახსენდა, პოპულარული "ჩემი ცოლის დაქალებიდან". როლის შემსრულებელს, ზუგდიდის თეატრის მსახიობს, მარინა დარასელიას დავურეკე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.
ვინ იფიქრებდა, რომ "ლამარას" კერძების მზადება არ ეცოდინებოდა და სამზარეულო მისი აქილევსის ქუსლი იქნებოდა.
მარინა დარასელია: ხარჩო სამეგრელოში ძალიან აღიარებული კერძია. ვგიჟდები ისე მიყვარს.
ტანმა გიგრძნო, მგონი, ახლა აკეთებს ჩემი დისშვილი საქონლის ხორცის ხარჩოს! ზუგდიდში რომ იყო, დაგპატიჟებდი.
მარხვის მერე რა გენატრებაო, მკითხა იამ. მოდი, ხარჩო გავაკეთოთ-მეთქი.
მე მზადება არ ვიცი. მე კი არა, ჩემი დისშვილი უნდა იყოს "ჩცდ"-ს ლამარა. საუკეთესოდ ამზადებს. ათასნაირ სუნელებს აყრის, რეებით აზავებს, რა სუნს ატრიალებს, იმ სურნელით დანაყრდები. ზღაპარი ხარჩო გამოსდის. და ღომი მისი განუყრელი ნაწილია თავისი შებოლილი სულგუნით...
გრიშა კაკაჩიას ანუ დათო კვირცხალიას ეგონა, მე ზღაპრულად ვამზადებდი კერძებს და რომ ვუთხარი, მე საერთოდ არ ვიცი მზადება-მეთქი, ვერ იჯერებდა და ნახევარი საათი მაფიცებინა. ამოვიწყვიტე დედის მხარე, მამის მხარე. არ დაიჯერა. სამაგიეროდ, სახლში მყავს არაჩვეულებრივი დიასახლისი, ნამდვილი "ლამარა."