"ჩამეხუტა და უცებ მითხრა: მე მამა აღარ მყავს" - ნიკა ქაცარიძის გოგონას ემოციური ამბავი

ნიკა ქაცარიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

მსახიობი წერს, რომ მეგობრები ნიკა ქაცარიძის ოჯახში იყვნენ.

მანანა აბრამიშვილი: ნიკუშ, დღეს შენი მეგობრები შენებთან მივედით. შენი პატარები თამაშობდნენ...

მარიტუნა ჩემსკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა: მე მამა აღარ მყავს.

ბავშვი ხელში ავიტაცე და გაქვავებული ვიდექი, ვერ მივხვდი, რა მეპასუხა. მარიტუნა მიყურებდა და პასუხს ელოდა. თითქოს ჩემთან ამოწმებდა მართლა აღარ იყო მისი მამიკო?... 

ღმერთო, როგორ დავიბენი. გავშრი, მეგონა, გული გამისკდებოდა. ძლივს ვუპასუხე: მარიტუნა, შენ დედიკო გყავს, მამიდა, ბებიები, დეიდები, ბიძიები, შენი მამიკოს ბევრი მეგობრები... მარიტუნა, იცი, ჩემ შვილებსაც აღარ ჰყავთ მამიკო...

ღმერთო, რა სასწაულად მიყურებდა და მისმენდა. მერე ისევ მითხრა: არა, შენ ვერ მიხვდი. მე მამა აღარ მყავს...  ჩავეხუტე ისევ.

ცოტა ხანში მაგრძნობინა, გამიშვიო. ძირს დავსვი და გაიქცა სათამაშოდ.  ნინომ ცრემლიანი თვალებით მითხრა, ასეთი რამ ბავშვმა პირველად თქვაო.

ღმერთოოო... როგორ გავუძლოთ ნიკუშ ამ ყველაფერს?!..

 

შეგახსენებთ, მსახიობი ნიკა ქაცარიძე 5 იანვარს გულისშეტევით გარდაიცვალა.

 

ასევე ნახეთ ნიკა ქაცარიძის ერთ-ერთი ბოლო ეთერი