„გპირდებით, მსგავსი აღარ განმეორდება“ - გიორგი ნაზღაიძე მაყურებელს ბოდიშს უხდის

giorgi nazgaidze

სულ უფრო ცოტა დრო რჩება იმის გასარკვევად თუ ვინ გახდება „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული. პროექტში დაძაბულობა პიკს აღწევს. 

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს და მაყურებელს ბოდიშს უხდის. 

„მეგობრებო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. ვიცი, რომ თავი ხელში უნდა ამეყვანა. არ მინდა ჩემი არასწორი საქციელი სისუსტედ ჩამითვალოთ. მაგრამ, მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს ნერვები. პროექტის ბოლო კვირებია და დაძაბულობა პიკს აღწევს. გპირდებით, მსგავსი აღარ განმეორდება,“- წერს გიორგი ნაზღაიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტირის პროექტში გიორგი ნაზღაიძე და ამბობს, რომ „დაიღალა“. სავარაუდოდ, ეს პოსტიც ამ ფაქტს უკავშირდება.