„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
"პრაიმ ჰაუსი" ფინალში გავიდა. მონაწილეები სახლებში წავიდნენ და შაბათის ლაივისთვის ძალებს იკრებენ და გულშემატკივრებს მობილიზებას უკეთებენ.
გიორგი ნაზღაიძე "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ პირველი, რასაც გააკეთებს აგარაკზე გამგზავრება და ეზოს მოწესრიგებაა, შემდეგ ზღვაზე წავა, ზაფხულის ბოლოს კი - საბერძნეთს მიაშურებს, სადაც ქართველი ემიგრანტები ეპატიჟებიან.
გიორგი ნაზღაიძე: რა აღარ მომიჭორეს. ამბობენ, რომ პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი ხაბურზანია ჩემი ნათლია ყოფილა და თურმე, ცდილობს ყველა პროექტში გამიყვანოს. მეცინება, რადგან ჩემსა და გიორგის შორის მცირე ასაკობრივი ზღვარია. ან რომელ პროექტში ვიყავი მასთან?
ბოლო ჭორმა გამაღიზიანია, თითქოს თაღლითი ვარ, 2019 წელს დედაჩემი მოვკალი, ფული რომ ამეღო მეგობრებისგან და წავედი პარიზში დასასვენებლად.
ვიცინე ჭორზე, თითქოს მე და თამუნა მუსერიძე ერთ კამერაში ვისხედით.
პირველი, რაც ჩემს გეგმებში შედის არის ის, რომ უნდა წავიდე ჩემს აგარაკზე, ეზო მოვაწესრიგო, ზაფხულის ინვენტარი გარეთ გამოვიტანო და ოჯახთან ერთად დავისვენო.
"პრაიმ ჰაუსის" მონაწილეების ნაწილმა გადავწყვიტეთ ზღვაზე შევიკრიბოთ. ლიზი აჭარიაში იქნება, პატრიკი და როიალიც ჩამოვლენ. კესომ თქვა, მე საზღვარგარეთ მივფრინავო...
მერე... ალბათ, ათენში წავალ. ბევრი გულშემატკივარი მყავს საბერძნეთში, მელოდებიან, მეპატიჟებიან. ყველას ერთად შევხვდები და მოვესიყვარულები.