დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"პრაიმ ჰაუსში" დაძაბულობის პიკშია, პროექტის დასრულებამდე უკვე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ფინალში გიორგი ნაზღაიძე და ანი ყიფშიძე დარჩნენ. ნახევარფინალის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე გოგოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
აქამდე თუ მასზე ანი ყიფშიძე ღიად საუბრობდა და ამბობდა, რომ მას გიორგი მოსწონდა. ამ ურთიერთობამ პროექტში განვითარება ვერ პოვა, რადგან გიორგი ნაზღაიძემ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში "პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ ის პირადი მიზნებისთვის ანის ვერ გამოიყენებდა, რადგან შოუს ანის პატარა შვილი უყურებს და არ უნდოდა, ანის პირადი ცხოვრება ფართო მასებისთვის განსჯის საგანი გამხდარიყო.
პროექტს "ჰაუსიდან" გაშვებული კესო, როგორც თავისუფალი მოთამაშე, შეუერთდა, რომელიც ბოლო რეპლიკებით, ქმედებით და კომენტარებით გიორგი ნაზღაიძის მიმართ თბილ დამოკიდებულებას გამოხატავს, პარალელურად გოგონებს შორის ხან "ცივი ომია", ხან - ცხელი დაპირისპირება, რომელიც მაყურებელმა ნახევარფინალის ლაივშიც იხილა.
ამჯერად, "პრაიმტაიმი" გიორგი ნაზღაიძეს სწორედ ამ ურთიერთობაზე ესაუბრა - არის თუ არა კესოსა და ანის დაპირისპირება ქალური ეჭვიანობის თემა?!
"ერთი შეხედვით ქალურ ეჭვიანობას ვუკავშირებ, რადგან კესოს მიმართ ანის აგრესია ნამდვილად აქვს. ყველაფერი კარგად მიდის, რადგან მე და ანიმ ჩვენი ურთიერთობა დავასრულეთ, ახლა ის უბრალოდ "ჰაუსში" მეზობელია. მგონია, რომ ანის ეს აგრესია გაუვლის და შეეშვება.
მე კესოს წინაშე ბოლომდე მართალი არ ვარ, მას გული ვატკინე და თავს ამას ვერ ვპატიობ. მადლობა მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც არ დამიმსახურებია. მისი დაბრუნებით დამტკიცდა ბევრი რამ - ის პროექტისთვის ძალიან საინტერესოა.
მე და კესო დავმეგობრდით, ის გვერდში მიდგას და ვნახოთ, როგორ წავა ეს ურთიერთობა...
მე მისთვის ნახევარფინალზე ყვავილების ჩუქება მინდოდა, მაგრამ თავად კესომ მითხრა, რომ საჭირო არაა, რადგან ჩვენი ძველი წყენა წარსულში დარჩაო.
მადლობა მინდა გადავუხადო კესოს ყველაფრისთვის, ის ძალიან კარგი გოგოა." - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.