პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მილი კუპერი 96 წლის ასაკში გინესის რეკორდის“ ტიტულის მფლობელი ქალია, რომელიც მეძავად მუშაობს. მის ასაკთან ერთად იზრდებოდა მომსახურების ფასებიც. წლების მატებამ ის სიყვარულის კიდევ უფრო მაღალანაზღაურებად გურუდ აქცია. 96 წლის ასაკში მილი ემსახურება კვირაში მხოლოდ ორ კლიენტს და ერთ სესიაზე 800 ფუნტს იღებდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მილი კუპერმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, შიმშილითა და სიღარიბით დაღლილი მივიდა მოცეკვავედ, კაბარეში. ის მაშინ 27 წლის იყო, ქმარი ფრონტზე დაეღუპა და თავად დარჩა პატარა ბავშვით ხელში. ძალიან მალე გააცნობიერა, რომ გარეგნობის წყალობით შეძლებდა ბევრად მეტის გამომუშავებას, სხვა მომსახურების გაწევით და არა მხოლოდ სცენაზე ცეკვით. ბევრი შემოთავაზება ჰქონდა და მილიმ დაიწყო ახალი პროფესიის დაუფლება.
იმ დროისთვის ინგლისში დაბადებული მილი ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში.
მიღებული შემოსავალი სულ მალე საკმარისი გახდა საკუთარი სალონის (ბორდელის) გასახსნელად, სადაც ათამდე გოგონა მუშაობდა მილისთვის. მან თავად შეარჩია და ასწავლა მათ კარგი მანერები, საუბრის წარმართვის ხელოვნება და საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი, საუკეთესო მხრიდან.
1955 წელს მილი ხელახლა დაქორწინდა. მისი ქმარი ჩვეულებრივი ბუღალტერი იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა სექსის ინდუსტრიასთან. იმის მიუხედავად, რომ ოჯახი საკმაოდ მდიდარი იყო, ყოველთვის ეშინოდა, რომ ერთ დღეს ფული ამოეწურებოდა. შესაბამისად, მან ვერ მიატოვა ბიზნესი. თუმცა, სანამ დაქორწინებული იყო, არ ემსახურებოდა მამაკაცებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მცირე ხნიანი შესვენების შემდეგ, მილიმ მიჰყო ხელი ძველი საქმეს და ისევ მეძავად დაიწყო მუშაობა. იმ დროისთვის ის უკვე საშუალო ასაკის იყო.
აღმოჩნდა, რომ პროფესიისთვის ასაკი არ იყო შემაფერხებელი და მილის ჰყავდა უამრავი კლიენტი. შესაბამისად, წლები გადიოდა და ის მუშაობას აგრძელებდა. შედეგად, მილი კუპერმა გაიარა მეშვიდე ათწლეული, შემდეგ – მერვე, მეცხრე, მეათე …
96 წლისაც აგრძელებდა მუშაობას. ასე რომ, პაემანზე ის 800 ფუნტს იღებდა გასამრჯელოდ. ეს თანხა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ქალს ხვალინდელი დღის შიში არ ჰქონოდა. თავად მილიმ ამაყად თქვა, რომ „კარიერის“ განმავლობაში ის 29-დან 99 წლამდე ასაკის, 3 500 მამაკაცს მოემსახურა.
მილი ყოველთვის ამაყად ამბობდა, რომ ის მუდამ ელეგანტურად იცვამდა. პატივისცემით უწოდებს თავის კლიენტებს „ჯენტლმენებს“ და მადლიერებას გამოხატავს თითოეული მათგანის მიმართ.
იმავდროულად, მილი კუპერი გახდა „გინესის რეკორდსმენის“ ტიტულის მფლობელი, როგორც ყველაზე უხუცესი მეძავი, მსოფლიოში.