„ღამე ბავშვს რომ ეძინა, მივუწვებოდი და უმიზეზოდ მეტირებოდა“ - მარიტა მელიქიძის გამოცდილება ახალბედა დედებს დააინტერსებს

გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანისა და მსახიობის, გიორგი გასვიანის მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი მშობიარობის შემდგომ პერიოდს იხსენებს. ამბობს, რომ ემოციურად მძიმე დღეების გადალახვაში მეუღლე დაეხმარა.

„მშობიარობის შემდგომი პერიოდი ძალიან რთული იყო და ამ პროცესში გიორგი ძალიან მეხმარებოდა. მანამდე ვფიქრობდი, რომ არ იყო საჭირო, ყველა დეტალი წინასწარ სცოდნოდა, გადაწყვეტილი მქონდა, ყველაფერს ბუნებრივად გავყოლოდი, მაგრამ ორსულობის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ინფორმაცია მიხვდებოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით და ნელ-ნელა ამ თემამ ჩამითრია. ბევრი რამ წავიკითხე, ინფორმაციულად უკვე მზად ვიყავი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. მე ახალ რეალობას შევეჯახე და უსუსური აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ დეპრესია მქონდა. ღამე ბავშვს რომ ეძინა, გვერდზე მივუწვებოდი და უმიზეზოდ მეტირებოდა. გალას ვუყურებდი და თავში ათასი სულელური აზრი მიტრიალებდა. გაღიზიანებულიც ვიყავი, ხასიათი უცებ მეცვლებოდა, ვწვებოდი, მაგრამ ვერ ვიძინებდი, რადგან სულ ვშფოთავდი. ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მქონდა. გიორგი რომ შემომხედავდა, მაშინვე ხვდებოდა, როგორ განწყობაზეც ვიყავი, ჩამეხუტებოდა, გამამხნევებდა და მერე მასთან ერთად ყველაფერი მიმარტივდებოდა. ეს მსუბუქი ფორმით ახლაც გრძელდება, მაგრამ უკვე აღარ მეტირება და რაც მთავარია, ჩემი შვილის მიმართ უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ, რაც მანამდე ძალიან მიჭირდა. დღეს ყველა დედას ვეტყვი, რომ ის ნამდვილად გმირია“ - ჰყვება მარიტა მელიქიშვილი „თბილისელებთან“.