დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები“, - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.
მის განცხადებას „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად!”ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან). ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი, და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა შვილებო არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე. ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა, ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით, “- ამბობს იზა ომაძე.
„კურიერის" ინფორმაციით, ძმები კაკულიები გუშინ, გვიან ღამით ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავილაძეს მკვლელობის სანაცვლოდ ქურდობას დაჰირდნენ. მათი „ნათლობა“ თურქეთში უნდა მომხდარიყო.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.