VIDEO: შსს ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს აქვეყნებს
1745832298
კოლუმბიის უნივერსიტეტის რექტორმა, ჯეიდერ ალექსის კასტანიომ სასამართლოს მეშვეობით მოიპოვა ძაღლთან შეხვედრის უფლება, რომელზეც ყოფილ ცოლთან ერთად ზრუნავდა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა კოლუმბიაში, როდესაც სასამართლომ ცხოველი ოჯახის წევრად იურიდიულ კონტექსტში აღიარა.
სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიიღო - 2016 წლიდან ცხოველები ცოცხალ არსებებად მიიჩნევიან, რომლებსაც გრძნობები აქვთ და არა პატრონის საკუთრებად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, კასტანიო ცოლს 2021 წელს დაშორდა, რის შემდეგაც ყოფილი ცოლი ლინა მარია ოჩოა მას ძაღლის, სიმონას, ნახვის უფლებას არ აძლევდა. კაცი კი ამტკიცებდა, რომ სიმონას ქალიშვილად მიიჩნევს.
კასტანიოს დეპრესია დაეწყო და კაცმა სასამართლოს მიმართა. ბოგოტას უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იურიდიული თვალსაზრისით სიმონა მართლაც კასტანიოს ქალიშვილად ითვლება, ამიტომ მას ძაღლთან რეგულარულად შეხვედრის უფლება აქვს. ახლა ყოფილი ცოლ-ქმარი შეხვედრების გრაფიკს ადგენს.
ასევე ნახეთ:
“ვწევარ ახლა სიცხიანი და მთელი ხმით ვტირი…“ - რა წერილი მიიღო ლიზი გოზალიშვილმა
გაიცანით, 13 წლის ნუცა გრიგალაშვილი, რომელმაც საერთაშორისო საბავშვო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა