გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ჯეისონ ჰარდესტი უკვე 5 წელია, რაც ამერიკულ კომპანია UPS-ში კურიერად საქმიანობს. ცხოველებისა და, განსაკუთრებით, ძაღლების სიყვარულმა მას პოპულარობა მოუტანა. ჰარდესტი ყველა ძაღლთან/ლეკვთან ფოტოს იღებს, რომელიც შეკვეთების მიტანისას გზად ხვდება. ზოგჯერ ფოტოებში ამანათის ადრესატების ოთხფეხა მეგობრებიც ხვდებიან.
ჯეისონი ფოტოებს ინსტაგრამით გვიზიარებს. დღეისათვის მას 150 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. როგორც ამბობს, თავის სამსახური და საქმიანობა სწორედ ამიტომ უყვარს - მას შესაძლებლობა ეძლევა, უამრავ ახალ ადგილსა და ადამიანს გაეცნოს, პარალელურად კი ახალი ოთხფეხა მეგორების შეიძინოს.
„როდესაც ძაღლებთან გადაღებული ფოტოები პირველად გამოვაქვეყნე, მოულოდნელად დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, სამუშაო დღე მეტად მრავალფეროვან და სახალისო გამოცდილებად მექცია. ფოტოებს კვირაში ერთხელ მაინც ვაქვეყნებ. მიხარია, თუ ჩემი განწყობა სხვებისთვისაც გადამდებია", - ამბობს ჰარდესტი.