პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლონდონში, პრინცი ფილიპის მემორიალის გახსნას პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ ესწრებოდნენ.
ეს ფაქტი ტაბლოიდებისთვის სასაუბრო თემა მალევე გახდა, თუმცა სამეფო ოჯახთან დაკავშირებული პირების განმარტებით, მეგან მარკლი გადაწყვეტილება გამართლებულია, რადგან მათ ცერემონიაზე ცირკი არ სურდათ, ხოლო მეგანის გამოჩენა სპექტაკლს გამოიწვევდა.
დედოფალმა ელისაბედმა ლონდონში მეუღლის პრინცი ფილიპის მემორიალი პრინც ენდრიუსთან ერთად გახსნა.
ეს არის პირველი საჯარო ღონისძიება, რომელსაც იორკის ჰერცოგი პრინც ფილიპის დაკრძალვის შემდეგ ესწრება.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მემორიალთან შვილებთან, ჯორჯთან და შარლოტთან ერთად მივიდნენ.
ცერემონიალზე პრინცი ჩარლზი მეუღლესთან კამილასთან ერთად გამოჩნდა.
ცნობისთვის, პრინცი ფილიპი გასულ წელს, ხანდაზმულობის მიზეზით 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.