პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებას აინტერესებს ყველაფერი, რაც მათს ცხოვრებაში ხდება.
ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი წესის დაცვა უწევს, რომელთაგან ბევრი საკმაოდ უცნაურიც კია.
პრინც ჰარი მედიის ყურადღების ქვეშ ხშირად ხვდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის და მისი მეუღლე, მეგან მარკლი სამეფო ოჯახს გამოეყვნენ და ცალკე დაიწყეს ცხოვრება. სასექსის ჰერცოგს ყველა პრინც ჰარის ეძახის, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი ნამდვილი სახელი სინამდვილეში ჰენრია. პრინცის ზედმეტსახელი ჰარი კი ბავშვობიდან მოდის, რომელიც ოჯახმა შეარქვა.
ნათლობა
ბავშვის ნათლობის შემდეგ გამართულ საღამოზე სამეფო ოჯახის წევრები ვალდებულები არიან ჭამონ ის ტორტი, რომელიც პატარას მშობლების ქორწილში იყო. მაგალითად, როდესაც პრინცი ლუი დაიბადა, მათ ის ტორტი მიირთვეს, რომელიც ქეითისა და უილიამის ქორწილის დროს დამზადდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში მათი საქორწილო ცერემონიიდან 7 წელი იყო გასული. ასე მოხდა სხვების შემთხვევაშიც.
ქორწილის შემდეგ სამეფო ოჯახი ტორტს სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ინახავს, რათა გაფუჭებისგან დაიცვას.
ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ერთხელ პრინცესა დაიანა საზოგადოებაში მამაკაცის ფორმაში გამოწყობილი გამოჩნდა, კაფეში შევიდა და სასმელები შეუკვეთა.
დედოფალს თავისი სისხლი მუდამ თან დააქვს
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დედოფალ ელისაბედ მეორეს თავისი სისხლი ყველგან თან დააქვს სადაც მიდის. ეს იმისთვის, რომ თუ მას სისხლის გადასხმა დასჭირდება, დედოფლის ექიმები ყველანაირად მზად იყვნენ.
პრინცესა დაიანა და პრინც ჩარლში ქორწინებამდე ერთმანეთს სულ 12-ჯერ შეხვდნენ
პრინცესა დაიანა მაშინ 19 წლის იყო, პრინცი ჩარლზი კი 32-ის. ქორწინებამდე წყვილი ერთმანეთს მხოლოდ 12-ჯერ შეხვდა. პრინცმა ფილიპმა ჩარლზი აიძულა მალევე მოიყვანა დაიანა ცოლად, რადგან ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩარლზი ასეც მოიქცა, მაგრამ მან ყოფილთან ურთიერთობა კვლავაც განაგრძო, ყველაფერი კი ვიცით, როგორც დასრულდა.
სამეფო ოჯახის სუფრაზე ხახვი არასდროსაა
დედოფალ ელისაბედს არ უყვარს ხახვის სუნი და მისი გემო, ამიტომ მისი ჭამა ოჯახის ყველა წევრს ეკრძალება და შესაბამისად, სამეფო სუფრაზე ამ ბოსტნეულს ვერასდროს შეხვდებით.
ახალი წლის სუფრა და აწონვა
თუ გაგიმართლათ და ახალ წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სტუმარი გახდით, არ გაგიკვირდეთ თუ საშობაო სუფრის წინ თქვენი აწონვა მოინდომეს.
ანდრინგემში ჩასვლისას, დედოფალი სთხოვს თითოეულ სტუმარს, მათ შორის მის უახლოეს ადამიანებსაც, აიწონონ ანტიკვარული სასწორის გამოყენებით. ეს ტრადიცია სათავეს იღებს ედუარდ VII-ის მეფობის დროიდან, 1900-იანი წლების დასაწყისში, და ვრცელდება სამეფო დინასტიის ყველა წევრზე.
სტუმრები და წევრები ორჯერ იწონებიან, ვახშმამდე და ვახშმის შემდეგ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ სამეფო ოჯახი დარწმუნდეს რომ სტუმრებს კარგად უმასპინძლა და მათ საჭმელი მოეწონათ.
დედოფლის მოწამვლა თითქმის შეუძლებელია
საქმეე ისაა, რომ როდესაც სუფრა იშლება, მაგიდაზე ყველაფერი თავსდება და ყველა სტუმარი ჯდება, დედოფალი ელისაბედი თავის თეფშს სწორედ მაშინ ირჩევს. ასე რომ, წინასწარ არავინ იცის, თუ რომელი იქნება მისი. ასე რომ, თუ მის მოწამვლას ვინმე განიზრახავს, მაშინ სუფრის ყველა წევრი უნდა მოწამლოს.
სამეფო ოჯახის წევრ არცერთ მამაკაცს გვარი არ აქვს
თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ საზოგადოება პრინც ჰარის, პრინც ჩარლზს, პრინც უილიამს მხოლოდ სახელებით ან იმ წოდებებით იცნობს, რომლებიც მათ ეკუთვნით. 1917 წელს მიღებული კანონის მიხედვით სამეფო ოჯახის მამაკაცებს გვარი არ უნდა ჰქონდეთ და მათ მხოლოდ წოდებების მიხედვით უნდა იხსენიებდნენ.
სადა ფერის ლაკი
სამეფო ოჯახის წევრებს მყვირალა ფერის ლაკის ტარება ეკრძალებათ. დედოფალ ელისაბედს ძალიან უყვარს სადა ფერები, განსაკუთრებით კი უპირეტესობას ვარდისფერს ანიჭებს.
შავი ტანისამოსი
სამეფო ოჯახის წევრები ყველა სიტუაციისთვის წინასწარ არიან მზად. ნებისმიერი მოგზაურობისას მათ ბარგში აუცილებლად შეხვდებით სამგლოვიარო ცერემონიისთვის სპეციალურად შეკერილ შავ სამოსს, რათა მზად იყვნენ იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად დაკრძალვაზე მოუწევთ წასვლა.
მოლუსკები
ისინი ძალიან იშვიათად მიირთმევენ მოლუსკებს. ამით სამეფო ოჯახის წევრები საკვებით ინტოქსიკაციის შესაძლო შემთხვევის თავიდან არიდებას ცდილობენ.
დედოფალი ელისაბედი და პასპორტი
დედოფალ ელისაბედი ყველგან პასპორტის გარეშე მოგზაურობს, მას არ სჭირდება საბუთი. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდ ბრიტანეტში ყველა საბუთი მისი სახელით გაცემა, ასე რომ თავად სულაც არ სჭირდება რაიმეს დამადასტურებელი მოწმობა.
მონოპოლია
თუ თქვენ მონოპოლიის თამაში გიყვართ და თან სამეფო ოჯახის წევრობაც გსურთ, მაშინ ან ერთზე უნდა თქვათ უარი ან მეორეზე, რადგან დიდი ბრიტანეთის დიადი ოჯახის არცერთ წევრს მისი თამაშის უფლება არ აქვს.
დედოფლის ჩანთა
დედოფლის ჩანთის შეხება სამეფო ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრს ეკრძალება. ელისაბედ მეორე აღნიშნულ აქსესუარს სოციალური სიგნალების გადასაცემად იყენებს.
როცა მონარქი ჩანთას მაგიდაზე დებს, ამით გამოხატავს სურვილს, ხუთ წუთში დატოვოს თავყრილობა, რომელზეც იმყოფება.
მონარქი და მემკვიდრეები ერთი თვითმფრინავით არ მგზავრობენ
ეს წესი საუკუნის დასაწყისში შემოიღეს, რომელსაც საკმაოდ ლოგიკური ახსნა აქვს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში, ქვეყანა არა მარტო მეფის, არამედ მემკვიდრის გარეშე რჩება.
ჩაის სმის წესები
სამეფო ოჯახის წევრებს ჩაის სმის დროსაც კი სპეციალური წესების დაცვა მოეთხოვებათ. მაგალითად: ჩაის ჭიქა აუცილებლად ცერა და საჩვენებელი თითით უნდა დაიჭირონ, დანარჩენი თითები კი ფინჯანზე უნდა განალაგონ. ასევე, ჩაი ზუსტად ერთი და იმავე ადგილიდან უნდა მოსვან, რათა პომადა მთლიან ფინჯანს არ მოედოს.
ორსულობის 12 კვირაზე ადრე გამხელა აკრძალულია
დიდი ბრიტანეთის ოჯახის ქალბატონებს ორსულობის 12 კვირაზე ადრე გამხელა კატეგორიულად ეკრძალებათ. წესის თანახმად, ეს სასიხარულო ამბავი მათ საიდუმლოდ უნდა შეინახონ, სანამ 12 კვირა არ გავა და ამ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ოფიციალურად არ გაავრცელებს.
დისტანცია
დედოფალი, პრინცესა ან ნებისმიერი ჰერცოგინია მეუღლეზე ოდნავ წინ და მოშორებით უნდა იდგეს. თუ ძველ კადრებს გადახედავთ, მარტივად შეამჩნევთ რომ, პრინცი ფილიპი ყოველთვის ელისაბედის უკან იდგა.
ერთი შვილის ყოლა დაუშვებელია
სამეფო ოჯახის წევრის ქალბატონებისთვის ერთი შვილის ყოლა დაუშვებელია – ჰერცოგინიობისა და პრინცესობის დროს, მათ, სულ მცირე ორი შვილის გაჩენა ევალებათ.
უცხო ენები
სამეფო ოჯახის ყველა წევრი ვალდებულია ინგლისურის გარდა, სხვა ენაზე ერთი ძირითად სიტყვა (გამარჯობა) მაინც იცოდეს.
დედოფალი დაბადების დღეს ორჯერ აღნიშნავს
პირველს დედოფალი 26 აპრილს აღნიშნავს. ეს მისი დაბადების დღის რეალური თარიღია. მეორეს კი ივნისის მესამე კვირას – ამ დროს მის დაბადების დღეს მთელი ბრიტანეთი ზეიმობს.