,,გადარეული ვერავისზე ვარ, მაგრამ..." - ,,პრაიმ ჰაუსის" რომელ მონაწილეს გულშემატკივრობს გურამ შეროზია

გურამ შეროზია

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში მიმდინარე სეზონის მონაწილის, ირაკლი მახარაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,რომელია თქვენი ფავორიტი აუტსაიდერი? რავი, მე გადარეული ვერავისზე ვერ ვარ რა ჩვენს სეზონს კი მივტირი, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით უფრო ირაკლისკენ ვიხრები, რომელიც არ იგინება, არ წივის, არ ესხმის სხვებს თავს და ზრდილობა და გემოვნებაც ეტყობა.

დანარჩენებიდან დიმი მომწონდა თავიდან, ახლაც არა უშავს. ნუ მიშო და პაატა აღარ არიან, გოგოებზე რა გითხრათ, რით გაგახაროთ, შეგეშვათ სალომე ბარათაშვილი ამათთან - კი მოიგებდა :)))
ჰოდა, აბა ვინ მოგწონთ შედარებით? ეს ფოტოც მიალაიქეთ ბარემ", - წერს გურამ შეროზია და ირაკლის ფოტოს აქვეყნებს.