პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვაზისუბანში გაჩენილი ხანძრის მიზეზი მკვლელობის დაფარვის მცდელობა აღმოჩნდა - დაკავებულია გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შვილი. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა, გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მოაწყო ყაჩაღობის ინსცენირება და სახლში ხანძარი გააჩინა. მკვლელობის შემდეგ დაკავებულმა პირმა ოჯახიდან გაიტანა ძვირფასეულობა, ოქრო და ფული, რაც შესაძლოა სწორედ ეს გარემოება გამხდარიყო დანაშაულის მოტივი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული ოჯახიდან კონფლიქტი არასდროს გაუგონიათ. ასევე, ოჯახს არ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ოჯახის ყველა წევრი იყო დასაქმებული. გამომდინარე აქედან, მათთვის მკვლელობის შესაძლო მოტივი გაუგებარი და ბუნდოვანია.
შეგახსენებთ, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გუშინ გაჩნდა. გამოძახებულმა მეხანძრე-მაშველებმა ბინაში 2 გვამი იპოვეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.