პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთი თვის წინ, ფეისბუქზე, ნუცა შანშიაშვილმა თამამი ფოტოსესია გამოაქვეყნა, რომელიც დაურთო პოსტს, რომელიც ასე იწყებოდა: შიშველი, დამცირებული, დამონებული კაცობრიობა, ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე გულებით!
გუშინ კი მომღერალმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის მისი ფოტოსესიით აღშფოთებულთ მიმართავს.
ნუცა შანშიაშვილი: ადრე უნიკალური სილამაზის სხეული მქონდა. სცენაზე რომანსის შესრულებისას, ფაქტობრივად, გახდილი ვიდექი. სკულპტურასავით ჩამოქნილი სხეული მქონდა. გავიდა დრო, ისევ ისე არ ვარ, თუმცა არ ვარ ცუდ ფორმაში.
ხელოვნებაში ყოველთვის არსებობდა პლასტიკით გადმოცემული ემოცია, რომელსაც განიცდი დღევანდელობასთან მიმართებაში. პორნო და ღრმა ეროტიკა არც არის ჩემს ფოტოსესიაში. პორნო არც შეესატყვისება იმ შემეცნებას, რაც მე მინდა გადმოვცე.
ფოტოსესიის დადების შემდეგ მწერენ, ხელი აგეფარებინა სხვაგანო...
ჯენიფერ ლოპესის ტ...კს რომ უყურებ, ეგ მოგწონს, ხო? ქართველს კი სი...ობა უნდა მომწერო? ამით შენს გოიმობას აჩვენებ. არ შეიძლება ფოტოსესიის გამო, სადაც არაფერია გამაღიზიანებელი და ეროტიკული, ასეთი რამ მიწერო.
ეს ერთხელ არ მომხდარა, ბევრჯერ გამოხატული კრეტინიზმია.
ის ქალები, რომლებიც ცხოვრებაში დაჩაგრულები ხართ (არ ვიცი რისგან), ცოტა აზრზე მოდით. თანამედროვე ერის წარმომადგენლად არავინ არ ჩაგთვლით, თუ შენსას არ მოექცევი სათანადოდ. მე არ ვამბობ, დაჯდეს ვინმე და ჩახდილი ფოტოები იღოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე რასაც ვლაპარაკობ, ეს სწორი და გამართლებულია.
ასევე ნახეთ - ნუცა შანშიაშვილი: ეს არ არის მარტო უკრაინის ომი