ფლორენს პიუ და ენდრიუ გარფილდი რომანტიკულ ფილმში ითამაშებენ

kk

ფლორენს პიუ და ენდრიუ გარფილდი რომანტიკულ ფილმში -  „ჩვენ დროში ვცხოვრობთ“ ითამაშებენ. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმს კომპანია StudioCanal-ი გადაიღებს. პროექტის რეჟისორი ჯონ კრაული, სცენარისტი კი ნიკ პეინი იქნება.

სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე არ ჟღერდება, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი „სახალისო და გულის ამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია იქნება.