პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმე - შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. გამოძიებით დგინდება, რომ ირანული წარმოშობის ჟურნალისტის ლიკვიდაციას ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით ქართულ-აზერბაიჯანული მაფია გეგმავდა.
სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!
ნიუ-იორკში დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმის დეტალებზე პირადად შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა. დადგინდა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით და კანონიერი ქურდების შუამავლობით, დაქირავებული ქილერი ბრუკლინში, ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობას ამზადებდა. მკვლელი სახელად ხალიდ მეჰდიევი სამიზნესთან ახლოს იყო, თუმცა შეთქმულება ფედერალური გამოძიების ბიურომ ჩაშალა.
FBI-ის გამოძიებით დგინდება, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ "კანონიერ ქურდს" რაფეტ ამიროვს დაავალა, მოეძებნა სანდო პირი, ვინც შეერთებულ შტატებში ემიგრირებულ ჟურნალისტს მოკლავდა. ამიროვი, თავის მხრივ, დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეს, კრიმინალურ ავტორიტეტ ფოლად ომაროვს, რომელმაც ნიუ-იორკში ქილერიც მოიძია და ავანსის სახით 30 ათასი დოლარიც გადაუხადა.