1769975663
„ეშმაკი ატარებს პრადას“ სიქველის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა
სტუდიამ 20th Century Studios საკულტო ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას“ გაგრძელების პირველი სრულფასოვანი თრეილერი გამოუშვა. ვიდეორგოლი აწყობილია მადონას სიმღერაზე Vogue. სიუჟეტი ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან წლების შემდეგ ვითარდება. ენდი საქსი ბრუნდება Runway-ში, თუმცა ამჯერად სტატიების განყოფილების რედაქტორის პოზიციაზე.
მიუხედავად ამისა, მის ტრიუმფალურ დაბრუნებას ჩრდილავს მირანდა პრისტლის ცივი მიღება, რომელსაც, როგორც ჩანს, თავისი ყოფილი ასისტენტი საერთოდ არც კი ახსოვს.










