1769975663
საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – „ჯვაროსნები“ 26 მარტს ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებენ, 29 მარტს კი ლიეტუვას ესტუმრებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის ნაკრებთან მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.










