დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდში გიორგიმ ნაზღაიძემ პატრიკთან მისი ცხოვრების მძიმე მომენტები გაიხსენა და მისთვის საყვარელ ქალზე ისაუბრა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.
„ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დაიღუპა ავტო ავარიაში, არ გადამიტანია“, - თქვა გიორგიმ.
ამავე ინტერვიუში ნაზღაიძე ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილია დაიბრუნოს ეს ადამიანი და ახლა, რომ შეეძლოს ავარიას აარიდებდა.
„ჩემს შეყვარებულს გავაცოცხლებდი, იმ ავტო კატასტროფას ავარიდებდი“...
ნაზღაიძემ იმ ქალზეც ისაუბრა რომლისგანაც შილი ჰყავს. გიორგის თქმით, ეს ურთიერთობა გატაცება იყო და ალბათ სწორედ ამიტომ არ ანახვებენ დღემდე საკუთარ შვილს
„არასოდეს არ მინახავს ჩემი შვილი. არ მიმიშვეს, დამალეს, გადამალეს, მე ბავშვის სახელიც არ ვიცი“, - ამბობს ნაზღაიძე.