პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტი, გიორგი დიასამიძე 4-თვიანი ახალი გამოცდილების შესახებ საუბრობს და პროექტში ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს იხსენებს.
„გული მწყდება, რომ ამ ყველაფერმა ძალიან უცბად გაიარა, ახლა ვგრძნობ. თუმცა, ძალიან ბევრი მოგონება მრჩება, ძალიან ბევრი მეგობარი. რომ მკითხოთ, შენთვის ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი დღე რომელია „პრაიმ ჰაუსში“, ალბათ, ვიტყვი, რომ ჩემი სმს ლიდერობა, პირველად რომ დავჯექი სკამზე. გამოცხადებიდან 10 წამი არაფერი მახსოვდა, რა ხდებოდა. მერე გავაანალიზე, თურმე რამხელა სიყვარული და ძალაა ეს ყველაფერი. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარო მომენტი, რომელიც არასდროს გამეორდება ჩემს ცხოვრებაში.
პროექტში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომენტი იყო ჩელენჯების. სულ მინდოდა, რომ ჩელენჯი მომეგო. მინდა, თამამად ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ჩელენჯი მაქვს მოგებული.
კიდევ ანრისთან ერთად რომ დავრბოდი და ვხტუნაობდი, ეგ მახსენდება. ეს ყველაფერი შინაგანი ემოციები იყო. ეს სიმხიარულე, ეს სიყვარული, დადებითი აურა - ვფიქრობ, რომ აქედან უფრო მეტად გავიხსენი, ყველაფერი გამოჩნდა, რაც დადებითი მაქვს.
ვფიქრობ, რომ მოკლე დროში ჩემი თავის, ნიჭის რეალიზება მაინც მოვახერხე, ეს ხალხმა დაინახა, ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. „პრაიმ ჰაუსიდან“ სხვა ადამიანი გავდივარ, ვგრძნობ,“ - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში დიასამ.
VIDEO: როგორ ერთობა თამაზა თურქეთში - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს „პრაიმ ჰაუსელი“